Foto

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში ვერ ვხედავ - ტიკარაძე

თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის “მიუ” შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში მისი გავრცელების საშიშროება არ დგას.

„თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მეთოდის, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ამჟამად ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ“, - ამბობს ტიკარაძე.